ომბუდსმენის მოთხოვნა

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში მოხსენებით წარდგომას ითხოვს. შესაბამისი წერილით საკანონმდებლო ორგანოს ნინო ლომჯარიამ უკვე მიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, მას სურს გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეგლამენტი მსგავსი ტიპის გამოსვლას არ ითვალისწინებს.