სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტი მოინახულეს. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გასული თვის მონაცემებთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა, თუმცა კახექსია და სისუსტე მეტად გამოხატულია. საერთო ჯამში, კონსილიუმის წევრები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
საბოლოო დასკვნას ექიმები სხვადასხვა სახის სამედიცინო ტესტის შემდეგ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებენ.