ომბუდსმენის ფორმატით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია 

ყველა ინტერესით ელოდება, რა დასკვნას წარმოადგენს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი.

მიხეილ სააკაშვილთან პირადად შეხვედრის და გლდანის ციხის საავადმყოფოს მონიტორინგის შემდეგ ცხრა ექიმით დაკომპლექტებული ჯგუფის წევრები ომბუდსმენთან ერთად კონსულტაციებს მართავენ და საკუთარ პოზიციებს აჯერებენ, რის შემდეგაც საზოგადოებას წერილობით დასკვნას გააცნობენ. გვიან ღამით მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მათი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, შეემოწმებინათ, რამდენად აკმაყოფილებს ადგილზე არსებული ვითარება შიმშილობის და შიმშილობის შემდგომი პერიოდის სამართავად საჭირო სტანდარტებს და პირობებს.