ომბუდსმენის აპარატის ორგანიზებით კონფერენცია იმართება

პრევენციის ეროვნული მექანიზმების გავლენის შეფასება და გაძლიერებაა დღევანდელი კონფერენციის მთავარი საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით იმართება.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმების დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება. ომბუდსმენი და მოწვეული ექსპერტები იმსჯელებენ და შეაფასებენ განვლილ ათ წელს და იმ გამოწვევებს, რომლებსაც თავი ინსტიტუტმა გაართვა.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ წამების პრევენციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პროცედურას. დაგეგმილია მიმოხილვა საერთაშორისო სახელშეკრულებო ორგანოების, საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და პრევენციის ეროვნული მექანიზმების გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები.