20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეს შეისწავლის ომბუდსმენის აპარატი

20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ომბუდსმენის აპარატი შეაფასებს გამოძიების პროცესს ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. შეფასების კრიტერიუმები გამოძიების დამოუკიდებლობის, დროულობის, ზედმიწევნითობის, კომპეტენტურობისა და დაზარალებულის ჩართულობის ელემენტები იქნება. სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, ჩატარდა თუ არა ყველა აუცილებელი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, ეს მოქმედებები ჩატარდა თუ არა დროულად და ხომ არ არის სახეზე გამოძიების პროცესის არაგონივრული გაჭიანურება, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა თუ არა ჯეროვანი გულისხმიერებით და ამომწურავად“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.