ომბუდსმენი ზუგდიდში საარჩევნო პროცესს ეხმიანება

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდში უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ნინო ლომჯარია ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ეხმიანება.

სახალხო დამცველის განცხადებით, თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

ნინო ლომჯარია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება ობიექტურად წარმართონ.