სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მაცხოვრებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს ლევან იოსელიანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა. დისკუსიები გაიმართა ხვითში, თვაურებსა და ბოჟამში. ომბუდსმენი ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებთან ერთად ამბულატორიის საჭიროებაზე და სოფელში საძოვრების სიმცირეზე.