ომბუდსმენი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ხვდება

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.‪ ადგილობრივების პრობლემები ნინო ლომჯარიამ სოფელ ბერშუეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მოისმინა.

სახალხო დამცველი ასევე გაესაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულებს, რომლებიც ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით იყვნენ ცხინვალის იზოლატორში გადაყვანილი. სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მთავარ პირობად კი სასმელი წყლის არარსებობას ასახელებს. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველი იმ ადგილზე მივიდა, სადაც მავთულხლართებია დამონტაჟებული.

 

დატოვე კომენტარი