ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ მუქარის შემცველი შეტყობინებები თავადაც მიიღო. ლომჯარია მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებსაც ასაჯაროებს. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ლომჯარიასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.