ომბუდსმენი პრეზიდენტს აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტს სახალხო დამცველი აკრიტიკებს. ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.

„შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას, იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყო“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.