ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს

12:19, 12.07.2018

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მიმართავს და პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ომბუდსმენმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შეისწავლა და ხარვეზები გამოავლინა.

სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

მსგავსი