ომბუდსმენი ლევან ვასაძის განცხადებას აფასებს

სახალხო დამცველის შეფასებით, ლევან ვასაძის განცხადებები წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს და სერიოზული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ვასაძესთან კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ. მისივე შეფასებით, ვასაძის განცხადებები არაკორექტული და არაეთიკურია.