ომბუდსმენი დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს აცნობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს ისმენს.

ნინო ლომჯარია დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობს. მათგან ერთ-ერთი მთავარი საკითხი შრომითი უფლებებია.