ომბუდსმენი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ზუსტი თარიღი ისევ გაურკვეველია.

ცოტა ხნის წინ სოფელ წილკანში ჩავიდა სახალხო დამცველი, რომელმაც ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ოფისმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა.

გურამ როგავა იმყოფება წილკანში.