ომბუდსმენი აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების, დოკუმენტაციისა და სასამართლო განჩინების საფუძველზე, რეალობის დადგენას შეეცდება

არსებობდა თუ არა სპეცოპერაციის გზით ღამის კლუბებში სამართალდამცავთა შესვლის აუცილებლობა – სახალხო დამცველი ამ კითხვაზე პასუხს ეძებს. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების, დოკუმენტაციისა და სასამართლო განჩინების საფუძველზე რეალობის დადგენას შეეცდება.

სახალხო დამცველის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა დაკავებულები ცოტა ხნის წინ საკანში მოინახულეს და მათგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ისინი სპეცოპერაციის დაწყებამდე აიყვანეს.

ნინო ლომჯარია მიმართავს ყველა მოქალაქეს, რომელმაც, შესაძლოა, დაზიანება მიიღო ან ფიქრობს, რომ მის მიმართ ძალა არაპროპორციულად გამოიყენეს,  სახალხო დამცველის ოფისს დაუკავშირდნენ.