ომარ ფხაკაძე - მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი

ომარ ფხაკაძე – მსოფლიო ჩემპიონი ველომრბოლი.

საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი სპრინტში (1965 წ., სან სებასტიანი). მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. პირველი სპორტსმენი საბჭოთა კავშირში, რომელმაც ტრეკზე ოლიმპიური მედალი აიღო. მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი. 1963-1973 წლებში  საბჭოთა კავშირის უცვლელი ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.