ოლივერ ვარჰეის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ესტუმრა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდნენ. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს. დღეს დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შეხვედრის შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.