ოლივერ ვარჰეის ვიზიტი საქართველოში - ერთობლივი განცხადებები 

საქართველო ევროკავშირისგან მასშტაბურ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. საუბარია 3 მილიარდ 900 მილიონ ევროზე.

თანხა გამოიყოფა ახალი მიმართულების პროექტების დაფინანსებაზე, რომელთა განხორციელებამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. დახმარება მიზნად ისახავს კოვიდ-პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას. საკითხზე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს. კიდევ ერთი საკითხი, რასაც ევროპელი მაღალჩინოსანი საკუთარ სიტყვაში შეეხო, 5-6 ივლის თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენებია, მათ შორის აქცენტი გაკეთდა პარლამენტის შენობის მიმდებარედ ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და მის ხელმეორედ აღმართვაზე.