ოლივერ ვარჰეის რჩევა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს

„ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც საქართველოს შემიძლია მივცე, არის ფოკუსირება რეკომენდაციებზე“ – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეი სტრასბურგში, მოამბეს განუცხადა. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივად, აქტიურად იმუშავებს. „მოამბის“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოქმედებს პროცესზე ის ფაქტი, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული სპექტრი ჩართული არ არის, ვარჰეიმ განმარტა, რომ სუვერენულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს, თუმცა ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის.