ოლიმპიური ნაკრების დაჯილდოება 

ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ.

ჯილდოები მიიღეს ოლიმპიელების მწვრთნელებმა, მსაჯმა, ასევე ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლებმაც. სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი და ისტორიული სპორტული მიღწევა – დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებს იტალიის ორმა ქალაქმა უმასპინძლა – მილანსა და კორტინაში გამართული ასპარეზობები საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა. ქვეყნის ისტორიაში პირველად ქართველმა სპორტსმენებმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედლები მიიღეს და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში კი საქართველო მეოთხე პოზიციით ხუთეულში მოხვდა, რაც ასევე ისტორიული შედეგია. მედლებთან ერთად მოციგურავეებმა ფულადი პრიზებიც მიიღეს.