ოლიმპიური ჩემპიონის დაჯილდოება

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, მცხეთაში გაიმართა ღონისძიება, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და დააჯილდოვეს. საღამოს მედიის, სპორტის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ჩემპიონს სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა სოლიდური პრიზი გადასცეს, მათ შორის ბოლო მოდელის ავტომობილი. ამას გარდა, გადასცეს ფულადი ჯილდო, ოლიმპიური ჩემპიონმა საჩუქარი სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღო, ხოლო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ასევე გადასცა მანქანის სანომრე ნიშანი წარწერით – „ბექაური“.