ოლიმპიადა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის

საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი პროექტი.

სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის ონლაინ-ოლიმპიადა დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტში არაქართულენოვანი სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მინაწილეობენ. სულ სამი გამარჯვებული გამოვლინდება. მათთან ერთად მათი პედაგოგებიც დასაჩუქრდებიან. პროექტის მიზანი ქართული ენის პოპულარიზაციაა იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.