ოლესია თავაძის პერსონალური გამოფენა

თეატრის მხატვრის და ცნობილი ილუსტრატორის შემოქმედება ერთ სივრცეში.

ხელოვნების სასახლე ოლესია თავაძის პერსონალურ ექსპოზიციას მასპინძლობს. ნახატების ესკიზებთან და ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ის სასცენო კოსტიუმები, რომლებსაც თეატრებისთვის წლების განმავლობაში ქმნიდა. მათ შორის იქნება ცირკის მსახიობების კოსტიუმებიც.

ოლესია თავაძემ წლების მანძილზე სახლში შენახული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეს თავად გადასცა. სასცენო კოსტიუმების ესკიზები და ილუსტრაციები დამთვალიერებლისთვის საგამოფენო სივრცეში ხელმისაწვდომი პირველად ხდება. ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია 4 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.