ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა
ცნობილი მხატვრის ნახატების ახალი სერია – ოლეგ ტიმჩენკო დამთვალიერებელს ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს წარუდგენს. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილი ექსპოზიცია სხვადასხვა ქალაქის, ქუჩის თუ უბნის იმ ძაღლებს აერთიანებს, რომლებიც ჯერ ავტორის ფოტო ობიექტივში მოხვდნენ, შემდეგ კი ტილოებზე.
„უსახლკარო“ – ასე ჰქვია გამოფენას.