ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საფრთხე

არაღიარებული რეჟიმები ლეგიტიმაციის მოპოვებას ამჯერად საინფორმაციო კამპანიით ცდილობენ.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სიცრუის გავრცელების პარალელურად ჩერქეზულ დიასპორას იყენებს და არაოფიციალურ პირებს  ოფიციალურ სტატუსს უკვე თავადვე ანიჭებს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კი ევროპელ პოლიტიკოსებთან რამდენიმე წლის წინ გამართულ შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას.

გივი ბარამიძე არკვევდა, არის თუ არა ოკუპირებული ტერიტორების შემდგომი აღიარების საფრთხე.