ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა

რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა და შიდა პერიმეტრზე კონტროლი გაამკაცრა, ამის შესახებ ე.წ  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების მუშაობა ორშაბათს აღდგება.  შესაბამისად, ხვალამდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესახებ არანაირი დამატებით ინფორმაციას არ ელოდებიან წილკანში.

ცხედრის გადმოსვენების ვადები ისევ გაურკვეველია. 23 მარტს ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე შესრულდება, თუმცა ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია მისი გარდაცვალების გარემოებების და ცხედრის გადმოსვენების ვადების შესახებ.

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდში ცხედრის გადმოსვენების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

 

დატოვე კომენტარი