ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილება 

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.

ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას უკანონო ტყვეობაში კიდევ თვენახევრის გატარება მოუწევს. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების წარმომადგენლები დღეს მღებრიშვილის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდნენ.

ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე.