ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო მოქმედება. შიდა ქართლში სოფელ კოდასთან აღმართული ახალი ბარიერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას გეგემავს. საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად კი, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი, უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას აანონსებს.