ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმისთვის ემზადებიან

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ე.წ. რეფერენდუმის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს დე ფქტო ლიდერის, ბიბილოვის წინასაარჩევნო რიტორიკას უწოდებს.

ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ.-ლ რეფერენდუმზე დაწყებული საუბარი საფრთხის შემცველია.