ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი სირიაში 

კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი სირიაში იმყოფება. ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სამი წლის წინ აღიარა, რის შემდეგაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია ასლან ბჟანიას შეხვედრამ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან. საქართველოს საპატრიარქო ანტიოქიის საპატრიარქოსგან განმარტებებს ითხოვს და შესაბამის რეაგირებას გეგმავს.