ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება

15:09, 10.04.2019

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ექნებათ. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო.

ინიციატივა ე.წ. დეპუტატს, რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი თქმით, აკრძალვა პირველ ეტაპზე შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ.

რაულ ლოლუას განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც მისი თქმით, საკანონმდებლო ხარვეზია.

საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება ლეგალური საფუძველი.

მსგავსი