ოკუპირებული აფხაზეთი ენერგოკრიზისის წინაშე

ოკუპირებული აფხაზეთი ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე დგას.

ენგურჰესში წყლის დონემ მკვეთრად დაიწია, არსებობს ჰიდროელექტროსადგურის საერთოდ გაჩერების ალბათობაც, რაც რეგიონის ენერგომომარაგებაზე უკვე აისახა. მეორე დღეა, აფხაზეთს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. მსგავსი კრიზისული შემთხვევები წლის ამ პერიოდისთვის დამახასაითებელია. ხელისუფლება დახმარების იმ გეგმას განიხილავს, რომელსაც ბოლო წლებში არაერთხელ მიმართა.