აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. ჯემალ გამახარიას განცხადებით, საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია იყო და იყო სროლები. სომხურ უბნებზე შეიჭრნენ შეიარაღებული ადამიანები და დაარბიეს. მისივე ინფორმაციით, აფხაზებს შორის იყო განხეთქილება და დაპირისპირება, გამახარია აცხადებს, რომ რუსეთის გაცხადებული მიზანი აფხაზეთის ოკუპაცია კი არა, ანექსიაა.