ოკუპანტებმა ნიქოზთან ახლოს ორი პირი დააკავეს

დაკავების მორიგი ფაქტი საოკუპაციო ზოლში.

რუსმა სამხედროებმა ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე ნიქოზთან, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.