ოკუპანტების ვიზიტი იტალიაში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იტალიაში ვიზიტის ფარგლებში კუნძულ სიცილიაზე ჩავიდა.

დიმიტრი მედოევი ქალაქ რანდაცოს მერს შეხვდა. ამის შესახებ მედოევის ე. წ. პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილეებმა და პალერმოში რუსეთის გენერალურმა კონსულმა, ევგენი პანტელეევმა. მათივე ცნობით, ღონისძიების დაწყებამდე ე. წ. სამხრეთ ოსეთის და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

იტალიაში ე.წ ვიზიტს თბილისში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.