ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ 4 ოქტომბერს დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულია. საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მუშაობა მიმდინარეობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი ცხელი ხაზის გამოყენებით, პროცესში ჩართულები იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა. შეიარაღებული რუსი სამხედროები სულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს აედევნენ, ერთმა მათგანმა თავს გაქცევით უშველა, სამი დაკავებულიდან ერთი კი, სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაშავებული საქართველოს ხელისუფლებას გუშინ გადმოსცეს.