ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

მეორე დღეა, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. როსტობაიას მშობლები ამბობენ, მათი შვილი ოკუპანტებმა გალის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე რჩება.

ოჯახი ვარაუდობს, რომ მას სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას წაუყენებენ და გასათავისუფლებლად გარკვეული თანხა იქნება საჭირო, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია ორი დღის წინ გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც ის მდინარე ენგურზე თევზაობდა.