ოჯახური ძალადობის ფაქტი ბათუმში

ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა. 30 წლამდე ქალს, ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.