ოჯახში ძალადობის ბრალდებით სიღნაღში ერთი პირი დააკავეს

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი აიყვანეს სიღნაღში. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.