ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს.

ორივე ფაქტზე გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.