ოჯახის სიწმინდის დღე საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს ქუთაისშიც. მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით საზეიმო მსვლელობა ბაგრატის ტაძრის მიმართულებით გაიმართა.