ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე - მსვლელობა კახეთში
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ემზადებიან კახეთში. ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირები თელავის ღვთისმშობლის ეკლესიაში სამშვიდობო პარაკლისს ჩაატარებენ, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო მსვლელობა ტაძრიდან ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ.
ამ წუთებში ბოლო ლოკაციაზე მიმდინარეობს სპეციალური სცენის მონტაჟი, საიდანაც სასულიერო და საერო პირები მიმართავენ საზოგადოებას. მსვლელობაში მონაწილეობას რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან ჩასული მოქალაქეები მიიღებენ.