ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე – 17 მაისი საქართველოში დღესაც მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო მსვლელობა ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე და პატრიარქის თანამოსაყდრის მიმართვა მრევლს. მეუფე შიომ ოჯახის მნიშვნელობაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, აბორტთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე ისაუბრა. ქაშუეთის ეკლესიიდან გზა სამებამდე მოქალაქეებმა საგალობლებით, ხატებით, საეკლესიო და ეროვნული დროშებით გაიარეს.