საზეიმო მსვლელობა საქართველოს ათ დიდ ქალაქში გაიმართა, მათ შორის იყო ბათუმიც. მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო, რომელსაც ადგილობრივი მთავრობის წევრები ოჯახებთან ერთად შეუერთდნენ.
ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და ეროვნული ფასეულობების განმტკიცებისათვის. საზეიმო მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა მემორიალთან დასრულდა, სადაც სამღვდელოებამ პარაკლისი აღავლინა.