სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მსვლელობა დასრულდა. მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან ერთად, სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქის მოსაყდრემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ხელისუფლებას ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე შეეხო აბორტის თემასაც და განაცხადა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, შემდეგ კი ისეთი კანონის მიღება, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და გაამკაცრებს. მეუფე შიოს შემდეგ მოქალაქეებს პრემიერმა მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებს დილიდან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებებს – მაკა ლაშხია გვიერთდება ახლა სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. როგორ ჩაიარა მსვლელობამ და რა იყო ძირითადი საკითხები, რაზეც პატრიარქის მოსაყდრემ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა?