ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე – მსვლელობა გორში

12:12, 17.05.2025
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. გორში მოსახლეობა მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძართან 14:00 საათზე შეიკრიბება, სავედრებელი პარაკლისის შემდეგ კი მრევლი ლოცვითი მსვლელობით ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

მსგავსი