ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე რეგიონებში

21:08, 17.05.2025
 17 მაისი აღნიშნეს რეგიონებშიც – თბილისის პარალელურად, 11 ქალაქში მსვლელობები დილიდან დაიწყო. ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და რუსთავი. მოქალაქეები ოჯახებთან ერთად, ჯერ ტაძრებში დაესწრნენ მსახურებას, შემდეგ კი ხატებით სხვადასხვა ადგილები მოიარეს.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს დაწესდა და მას შემდეგ ყოველ წელს აღინიშნება.

მსგავსი