ოჯახის სიწმინდის დღე - საზეიმო მსვლელობა ზუგდიდში

სამღვდელოებისა და მრევლის საზეიმო მსვლელობა ზუგდიდშიც გაიმართა. საკვირაო წირვის შემდეგ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მრევლი სამეგრელოს ყველა ეპარქიიდან შეიკრიბა. საეკლესიო დროშებით, ბაირაღებითა და საზეიმო გალობით მათ ზუგდიდის ცენტრალური უბნები მოიარეს. მსვლელობას შეურთდნენ მუნიციპალიტეტები მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა. ოჯახის სიწმინდის და მშობელთა პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირებმა ერთობლივად აღავლინეს.