ოჯახის სიწმინდის დღე - სამების ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. წირვის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. მათ ილია მეორის ღვაწლსა და ოჯახის ერთიანობაზე ისაუბრეს.

„ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საზეიმო მსვლელობაში. მათი განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ძლიერი იდენტობა გააჩინა, რომელიც სარწმუნოებაზეა დამყარებული.