ოჯახის სიწმინდის დღე – მზადება კახეთში
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად კახეთშიც ემზადებიან. შეკრების ადგილი თელავის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იქნება, სადაც 11:00 საათიდან პარაკლისი დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ტაძრიდან ერეკლე მეფის ძეგლამდე სასულიერო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების ფეხით მსვლელობა მოეწყობა. იქნება სიტყვით გამოსვლები.